გამგებელმა ნიგოზეთის საკრებულოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

01/08/2016

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროს დავით მაჭავარიანთან ერთად ნიგოზეთის საკრებულოში იმყოფებოდა. სულხან მახათაძემ თავდაპირველად სოფელ მერევისა და გუნდაეთის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოინახულა. ორი სოფლის დამაკავშირებელ ბონდზე ხის საფარი მოეწყო. 76 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრის სიმაღლის ხიდი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, თუმცა ის უკვე აღდგენილია და ნებისმიერ მოსახლეს უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სოფელ ნიგოზეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა. სოფელში ცენტრალური საავტომობილო გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდება, მათ შორის ყველაზე რთულ ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები წელს განხორციელდება, პროექტი კი მომავალ წელს დასრულდება. ნიგოზეთის მოსახლეობას წელს საბავშვო ბაღის პრობლემაც გადაეჭრება. საბავშვო ბაღი ძველი ბაღის შენობის ბაზაზე აღდგება და სასწავლო წლის დასაწყისისთვის გაიხსნება. სულხან მახათაძემ სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ მუშახელსაც გაესაუბრა. გამგებელმა სოფელ უსახელოში შემოღობილი საფეხბურთო სტადიონიც მოინახულა. დღის ბოლოს კი ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული პროექტები შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0