გამგებელმა დიხამინჯიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

09/03/2016

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ დაბა ჩხოროწყუში, დიხამინჯიას ქუჩაზე, მარტვილი–ტალერი–ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 42–ე კილომეტრზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე წყალსაწრეტი არხის არარსებობის გამო ქუჩაში დაგროვილი წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლში შედიოდა და ტბორავდა ეზოებს.
წყლის აცილების მიზნით სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა ასრულებს. პროექტს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი.
ბეტონის სანიაღვრე არხი 1კმ–ის მონაკვეთზე გაკეთდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0