ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა თანაქალაქელებს თავისი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. საჯარო შეხვედრას, რომელიც გამგეობის შენობაში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებული – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგებელი დამსწრე საზოგადოებას ყვარლის მუნიციპალიტეტის 2014-2016 წლების ბიუჯეტზე, მუნიციპალიტეტის 2014-2017 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმაზე, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებზე ესაუბრა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო 2015-2016 წლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანალიზი, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა.
გამგებელმა დაინტერესებულ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა
02/03/2017