გამგებელი ფერმერებს შეხვდა

23/06/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინიცირებული პროექტი მეღოროების დარგის განვითარების მიმართულებით გრძელდება.
გამგეობის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მეღორეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე დარგის შემდგომი განვითარების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები დაიგეგმა.
კომპანია „კავკასიის გენეტიკისგან“ შეძენილი ბიოლოგიური მასალის გამოყენებით მიღებულ იქნა ევროპის ბაზარზე აპრობირებული, დაავადებების მიმართ მდგრადი, მაღალპროდუქტიული ჯიშის გოჭების ნამატი, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე საჩუქრად გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში დარგში დასაქმებულ ფერმერებს.
ფერმერებმა ვალდებულება აიღეს მიღებული ნამატიდან შემდგომი გავრცელების მიზნით, ერთი ცალი გამგეობას დაუბრუნონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0