დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ ნაკიანის ცენტრალურ გზაზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერა.
ასფალტის საფარი სოფელ ნაკიანში გასულ წელს დაიგო. დარჩენილი იყო გზის 3 კმ–იანი მონაკვეთი, რომლის მოასფალტება ახლა მიმდინარეობს და თვის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაოებს ინდ.მეწარმე დავით სიჭინავა ასრულებს. გზის მშენებლობა ჯამში 1 253 039 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ნაკიანში ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.
დათო გოგუა დაესწრო ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს გზაზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგებას.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.
გამგებელი სოფლებში ასფალტო–ბეტონის საფარის დაგებას დაესწრო
18/07/2016