დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
თავდაპირველად ბატონმა ზაზამ მოსახლეობას ბოლო სამ წელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ესაუბრა. ნინოშვილში 2013-2015 წლებში 330 877 ლარი დაიხარჯა. აქედან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 58 708 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით 84 328 ლარი, ხოლო სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ფარგლებში 187 841 ლარი დაიხარჯა. ამ პერიოდში აღდგა ხიდები და გაკეთდა მილხიდები, გაბიონები, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოიხრეშა გზები და ა.შ.
2016 წელს ინფრასტრუქტურული პროგრამით ნინოშვილში დაგეგმილია რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის და გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც 60 000 ლარია გამოყოფილი.
ბატონმა ზაზამ მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და თანაშემწე სოფიო ჩხაიძე ესწრებოდნენ.
გამგებელი ნინოშვილის მოსახლეობას შეხვდა
28/04/2016