საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა წლის შედეგების შემაჯამებელ ფორმატში გაიმართა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის და კულტურის ცენტრის წარმომადგნელთა მხრიდან საუბარი მიმდინარე კულტურულ ღონისძიებებს, თეატრის მოღვაწეობას და სამომავლო პროექტებს შეეხო. შეხვედრას აგრეთვე გამგებლის მოადგილე ოთარ ომიაძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხეიძე ესწრებოდნენ. მსგავსი ხასიათის შეხვედრები ტრადიციულია და ის პერიოდულად სხვა ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების წარმომადგენლებთანაც გაიმართება.
გამგებელი კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
08/12/2016