გაინტერესებთ თუ ვინაა ქვეყნის არაფორმალური მმართველი

05/06/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“არაფორმალური მმართველობა საქართველოში-ყველაზე დიდი საშინელება და ფაქტორი რაც საქართველოს ღუპავს და დაღუპავს არაფორმალური მმართველობაა. შესაძლოა ბევრ თქვენთაგანს გაგიკვირდეთ მთავრობის ყოფილი წევრისგან ამის აღიარება, მაგრამ დადგა სიმართლის თქმის დრო და უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს მართავს არა პრეზიდენტი, არა პრემიერი, არა პარლამენტი, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ მის ჭკუაზე იარონ და მისი ნება-სურვილი აასრულონ. არაფორმალური მმართველი ერევა ქვეყნის შინაურ და საგარეო საქმეებში, მისი ნებართვით ინიშნებიან და იხსნებიან მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და სხვა დიდი თანამდებობის პირები. ის ყველგანაა და მისი მზერა ყველგან წვდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ არაფორმალური მმართველი პირველ რიგში ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს და ეს ბუნებრივ მოვლენად აღიქმება. დღეს საქართველოს ფაქტობრივად ის მართავს და ყველა სხვა თანამდებობის პირი ნომინალურ ფიგურად ქცეულა მასთან შედარებით. თუ გვინდა საქართველო ღირსეულ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანად ვაქციოთ აუცილებელი და პირველი რიგის ამოცანაა შეწყდეს არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში, ხოლო ქვეყანა მართონ იმათ ვისაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს მოსახლეობა. ალბათ გაინტერესებთ თუ ვინაა ქვეყნის არაფორმალური მმართველი???— საქართველოს არაფორმალური მმართველი ბატონი იან კელია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი!!!!!!!!!”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0