გაიმართა სემინარი თემაზე „ინიციატივების განხორციელების ინსტრუმენტები“

19/06/2017

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის “შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივა“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა სემინარი თემაზე „ინიციატივების განხორციელების ინსტრუმენტები“. სემინარში მონაწილეობდნენ “შემოქმედებითი მცხეთა-მთიანეთის” სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებმაც მოამზადეს საპროექტო წინადადებები.
ევროკავშირის ექსპერტმა ზვიად მჭედლიშვილმა ისაუბრა ინიციატივის განხორციელების ინსტრუმენტებზე, რის შემდეგაც გაიმართა პროექტების პრეზენტაცია-განხილვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0