“გაზპრომთან” ჩვენ ვრჩებით კვლავ ძველი კონტრაქტის პირობებში

05/03/2016

საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს. როგორც ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ შინაარსის შეთანხმებაზე “გაზპრომთან” მხოლოდ ხელმოწერა აკლია და კონტრაქტი წლის ბოლომდე იმოქმედებს.

“შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, რაც იყო წლების წინ და ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, “გაზპრომის” მხირდან იყო მოთხოვნა, რომ მომხდარიყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა.

“თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0