მიმდინარე კვირაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა ხიდები, ნაპირსამაგრები, დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, წარმოიქმნა მეწყრული ზონები… შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. გადაუღებელი წვიმის მიუხედავად შესაძლებლობის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, თუმცა გარკვეული მიმართულებებით პრობლემები კვლავ რჩება. ქუთაისი-ალპანა-შოვი-მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე წარმოქმნილია მეწყრული კერები. ადიდებულმა მდინარემ სოფ. გონაში წაიღო 2 საავტომობილო ხიდი, ნაპირსამაგრი დაზიანდა სოფ. უწერაშიც, რამაც გამოიწვია სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ნაწილისა და მინერალური წყლის ,,ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. ადიდებულმა მდ.ჩვეშურმა დააზიანა საგლოლო–ღების სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც ამ ეტაპზე აღდგენილია, თუმცა გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით. გაიხსნა ჭიორა–საგლოლოს დამაკავშირებელი გზაც. მდინარეების ფონის დაწევასთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.
გადაუღებელმა წვიმამ ზემო რაჭის სოფლები დააზიანა
07/07/2017