გადამწვარი ეკოსისტემის ეკონომიკური ანალიზი

25/01/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და GIZ ორგანიზებით – „სასოფლო-სამეურნეო ხანძრების ეკოსისტემის შეფასება საქართველოში” – სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
GIZ -ის მოწვევით დანიელი და გერმანელი ექსპერტები, პროექტის – ,,ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა, სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში უნდა უზრუნველყონ ეკონომიკური შეფასების კვლევის ჩატარება მიწისა და ხანძრის მართვის სათანადო ალტერნატიული სცენარების განსაზღვრისა და წვის კონტროლის შესაძლებლობის შესახებ, აგრარული წვის კონტროლის საბაზისო სქემებისა და აგრარული ნარჩენების წვის შედეგების დადგენის საკითხებთან დაკავშირებით, დანახარჯისა და მოგების ანალიზზე დაყრდნობით (CBA).
შეხვედრას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0