გაგიკ კარსლიანმა და ენზელ მკოიანმა უნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

31/03/2017

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა მოადგილეებთან ერთად , საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა, საკრებულოს დეპუტატებმა , მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების, ქალაქისა და სოფლების შესაბამისი ტერიტორიების გასუფთავების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ვალდებულებები,რაც ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წინაშე ჰქონდა აღებული, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს ხარისხიანად და შესაბამის ვადებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0