ბულგარეთის საელჩოში გაიმართა ბაბა მარტას დღესასწაული. ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ქვეყანაში მცხოვრებმა ბულგარეთის დიასპორის წევრებმა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა. ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვმა ღონისძიებაზე გამოსვლისას ისაუბრა ბულგარელი ხალხის ცხოვრებიდან „ბაბა მარტას“ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ. შემდეგ გაიმართა ადგილობრივი დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მუსიკალური წარმოდგენა, რომელიც დიდი აღფრთოვანებით იქნა მიღებული. დღესასწაულის მონაწილეებმა ასევე მოამზადეს „მარტენიცები“. ღონისძიების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცათ სადღესასწაულო ტკბილეული „ბაბა მარტას“ დღესასწაულთან დაკავშირებით
პირველ მარტს, ბულგარელები »ბაბა მარტა» (ბებია მარტა) დღესასწაულს აღნიშნავენ- ბულგარული ფოლკლორის მიფოლოგიური სახე, გაზაფხულისა და ცვალებადო მარტის სიმბოლო -ბუნების ახალი ციკლის დასაწისი, რომელსაც მოაქვს უხვი მოსავალი და ჯამრთელობა.
მის საპატივცემლოდ, ბულგარელები ატარებენ «მარტენიცას», რომელიც მზადდება ფერადი წითელი და თეთრი საქსივი ძაფიდან- წითელი არის სისხლის, ჯამრთელობისა და სიცოცხლის სიმბოლო, ხოლო თეთრი განასახიერებს სიწმინდეს და ბედნიერებას.
«მარტენიცის» ტარება მიზანშეწონილია, სანამ ადამიანი არ დაინახავს აყვავებულ ხეს ან პირველ გადამფრენ ფრინველს. შემდეგის უნდა მიებას აყვავებული ხის ყლორტს ან ბუჩკს ან უნდა დაიდოს ქვის ქვეშ.
ტრადიციაში ასევე ნათკვამია, რომ საჩუკრად გადაცემულ «მარტენიცას» მოაკქვს ბედნიერება და წარმატება.
ბულგარეთის საელჩოში გაიმართა ბაბა მარტას დღესასწაული.
28/02/2017