ბულგარეთთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება

06/10/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0