ბრიტანეთის სამხედრო ატაშე ვაზიანის პოლიგონზე

16/05/2016

საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა კრის გოფმა „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის მონაწილე ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულეს.
ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი ვაზიანის პოლიგონზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. თავდაცვის ატაშე ბრიტანელი ჯარისკაცების საჩვენებელ წვრთნას – „ათეულის შეტევა საბრძოლო სროლებით“ დაესწრო. ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში ბრიტანელი ჯარისკაცების მონაწილეობა დადებითად შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0