დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი კახეთის რეგიონს ეწვია. ქალაქ თელავის ცენტრალურ ნაწილში, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით მოძრავი საელჩო განთავსდა. მოძრავ საელჩოს მოსწავლეები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ეწვივნენ. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საელჩოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებეში მიეღოთ მონაწილეობა. ამავდროულად, გასაუბრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩს და პირადად მისგან გაეგოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. “მოძრავი საელჩოს” ფარგლებში, სალეჩოს თანამშრომლებმა ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების შესახებაც გაუზიარეს ინფორმაცია.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ირაკლი ქდაგიშვილს და თელავის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა ნარეკლიშვილს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს, დიდი ბრიტანეთის ელჩს სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა სიმბოლური საჩუქრები გადაცეს.
ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი კახეთს ეწვია
18/10/2019