საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ბოულინგსა და ბილიარდში სამოყვარულო ტურნირები ჩატარდა. სპორტული შეჯიბრის მიზანი, უწყებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, კორპორაციული და გუნდური უნარ-ჩვევების განვითარება და ხელშეწყობაა.
ტურნირებში მონაწილეობა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს; გამარჯვებულებს გადაეცათ ჯილდოები.
ბოულინგის სამოყვარულო შეჯიბრში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:
I ადგილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის გუნდი;
II ადგილი – აუდიტის დეპარტამენტის გუნდი;
III ადგილი – ადმინისტრირების დეპარტამენტის გუნდი.
ბილიადის სამოყვარულო შეჯიბრში გაიმარჯვეს:
I ადგილი – მიხეილ მაისურაძე (საბაჟო დეპარტამენტი),
II ადგილი – ზურაბ ჩხიროძე (საბაჟო დეპარტამენტი),
III ადგილი – დავით გიორგაძე (საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი).
ტურნირის გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ გადასცეს.
ტურნირები სავაჭრო ცენტრში ,,ისთ ფოინთი“ გაიმართა.