მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოტანიკური ბაღის მისასვლელი გზის (ჩაქვის მხრიდან) კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოეწყო დახურული სანიაღვრე არხი და ბორდიურები, გაკეთდა ხიდ-ბოგირი, დაიგო წვრილმარცლოვანი ასფალტის საფარი და ფერადი დეკორატიული ფილები. დამონტაჟდა 35 ერთეული გარე განათება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,გზებმა“ განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დაიწყო და უკვე დასრულდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 387 ათასი ლარი გამოიყო.
ბოტანიკურ ბაღთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა დასრულდა
04/08/2016