ბოსლევის საბავშვო ბაღმა 30 წლის იუბილე აღნიშნა

15/06/2016

ბოსლევის საბავშვო ბაღს 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ბაღის დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ ოლეგ აბაშიძემ ბოსლევის ბაღს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა პროფკავშირის სახელით სამზარეულოსთვის ჭურჭლის ნაკრები გადასცა. ბოსლევის N 28 საბავშვო ბაღი 1986 წელს გაიხსნა, დაწესებულებამ მაშინ 50 აღსაზრდელი მიიღო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ჩაუტარდა. პროექტი რგფ დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 30745 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0