2 ივლისს, ბორჯომში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. ვ.ივერიელის სახელობის კლინიკის „ენმედიცის“ ექიმ-სპეციალისტების მიერ პროფილაქტიკური გამოკვლევები12:00 საათიდან დაიწყება.
ადგილობრივებს კონსულტაციებს გაუწევენ მაღალპროფესიონალი ექიმები: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი. გასინჯვებისას ხორციელდება ასევე კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
ბორჯომში 2 ივლისს უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდება
30/06/2016