ბორჯომში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

19/05/2016

ბორჯომში ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება.
პროექტების მიმდინარეობს დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო.
გამგებლის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით, ერთდროულად მიმდინარეობს, კოსტავას ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩაზე – №117– 147 საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ და ამავე ქუჩაზე, ბორჯომის ცენტრალური სტადიონიდან №6 საჯარო სკოლამდე ტროტუარების კეთილმოწყობა.
გარდა აღნიშნული ობიექტისა პროექტის ფარგლებში წესრიგდება რუსთაველის ქუჩიდან გოგიას ციხის ქ. N11-თან ასასვლელი კიბის, გადასასვლელი ხიდის და ფეხით სავალი ნაწილის მოწყობა, ხოლო ლიკანში მესხეთის ქ. №29–ის მიმდებარედ არსებული სკვერში მოხდება ფეხით სავალი ნაწილის და მოაჯირის რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე სამუშაოების ნახევარი დასრულებულია.
ობიექტებზე ძველი ბორდიურები სრულად შეიცვლება ახლით, ხოლო ტროტუარი გრანიტის ფილებით მოპირკეთდება.
პროექტებისთვის თანხა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და მათი რეაბილიტაციისათვის ჯამში 626 641 ლარი გაიხარჯება.
როგორც დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვა ობიექტებზეც ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს გზების, სკვერების, საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რათა საკურორტო სეზონს ბორჯომი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0