ბორჯომში სტიქიით მიყენებული ზარალი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება

05/08/2016

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მიჭუტაძის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება.ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მუშაობს.

”მუნიციპალიტეტში შექმნილია კომისია. ყველა ლოკაციაზე გასულები არიან. ცოტა მოგვიანებით გვეცოდინება რიცხვი. ყველა ზარალი დადგინდება. დახმარება იქნება ინფრასტრუქტურული კუთხით. ანაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. თუ არ ეყოფა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო თანხები, მოვიძიებთ ცენტრალური ბიუჯეტის სარეზერვო თანხებიდან”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მისივე თქმით, გუშინ გვიან ღამით, ყველა მიმართულებით გზა გაიხსნა. ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ იქნება.

”დღეს სრულად გავწმინდეთ გზის მონაკვეთები. ბორჯომის ისტორიულ პარკში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებულია ლამპიონების აბაჟურები საკმაოდ დიდი რაოდენობის, დაახლოებით 300 ერთეული. პარკის შესასვლელი გადარჩენილია”, – განაცხადა მაჭუტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0