ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფ. ზანავისა და სოფ. კორტანეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებაზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე და თავად შეერჩიათ ის პრიორიტეტები, რომლის მოგვარებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.
როგორც გამგებელი აღნიშნავს „სოფლის პროგრამის“ მიხედვით ზანავისათვის წელს 9 257 ლარია გამოყოფილი, კორტანეთში შერჩეული პრიორიტეტის განხორციელებისათვის კი 10 784 ლარი გაიხარჯება.
მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის დიალოგის ფორმატში იმართება და მიზნად ისახავს პრობლემების ადგილზე გაცნობასა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით მათი მოგვარებისათვის სათანადო გზების დასახვას.
ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
04/03/2016