ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს გზის მოწყობის სამუშაოები

06/10/2017

ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს გზის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის საფარი ჯამში 504მ სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდება.
ნიკოლაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე მცხოვრებ მოსახლეობას რამდენიმე ათეულია წლებია გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ, რაც ისედაც რთულ რელიეფის მქონე დასახლებაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნულ უბანში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ღვარცოფგამტარი არხის რეაბილიტაციისათვის.
პროექტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0