ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

26/09/2017

ბორჯომში ნიკოლაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.
მოცულობითი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჯამში 560 სიგრძის მონაკვეთს უტარდება.
მიმდინარეობს რკინაბეტონის კედლების მშენებლობა, ეწყობა არხზე გადასასვლელები და ეზოებში შესასვლელები, სამანქანო და საცალფეხო ხიდებზე კეთდება მოაჯირები, მიმდინარეობს ასევე არხის საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები.
ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული ღელე წლებია კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებდა, უხვი ნალექებისა და ღვარცოფების შედეგად, სანიაღვრის გარკვეული მონაკვეთები მთლიანად დაიშალა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლოებას, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში სანიაღვრე არხების კედლები გამოყენებული ჰქონდათ ეზოებისა და თვითონ საცხოვრებელი სახლების საყრდენ კედლებად.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივების საცხოვრებელი გარემო და მოსახლეობას უსაფრთხოდ შეეძლება გადაადგილება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.
მასშტაბური პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0