ბორჯომში ლეონიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო.
არსებულ ქუჩაზე გზის დაგების სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. შესაბამისად ადგილობრივებს გადაადგილება გრუნტის გზით უწევდათ. მოსახლეობა დღეს უკვე მოწესრიგებული გზით სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი მოეწყო თორის ჩიხში, აღმაშენებლის №30-32-ში, თორის №42-44-ში, თორის №47-49-ში და აღმაშენებლის №22-ში.
პროექტი საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდისა და ბორჯომის მუნიცპალიტეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობდა.
ბორჯომში ლეონიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

20/10/2017