ახალი უბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რიგით მეექვსეა, რომელიც 2 წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, კაპიტალურად გარემონტდა.
საბავშვო ბაღის გახნის საზეიმო ღონისძიებას დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მანანა ორჯონიკიძე დაესწრნენ.
შენობაში ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვალა ძველი კარ–ფანჯარა. მოწესრიგდა სველი წერტილები. განხორციელდა ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი, ბაღში ჩატარდა სამღებრო და იატაკის მოწყობის სამუშაოები. ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
როგორც გამგებელმა აღნიშნა მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ეზოს მოპირკეთება და სათამაშო მოედნის მოწყობა.
„ამჟამად საბავშვო ბაღში 60 აღსაზრდელი ირიცხება, მომავალ წელს ახალი ჯგუფიც გაიხსნება და ბაღი კიდევ 30 აღსაზრდელს მიიღებს. ბავშვებს აქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყველანაირი პირობა დახვდებათ“- განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გაიხარჯა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 2017 წელს საბავშვო ბაღების განახლებას ერთ მილიონამდე ლარი მოხმარდება.
ბორჯომში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
22/12/2016