ამიერიდან გოგიას ციხემდე მიღწევა ბორჯომის სტუმრებს, ტურისტებსა და დამთვალიერებლებს უფრო გაუადვილდებათ. კულტურულ ძეგლამდე მისასვლელ გზაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის სააკაძის ქუჩიდან გოგიას ციხემდე 100მ-მდე მონაკვეთს ჩაუტარდა. მოეწყო რკინა-ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, კიბეები და მოაჯირები, განხორციელდა სამღებრო სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოების დაწყებამდე ძეგლამდე მისვლა მხოლოდ გრუნტის, მოუწესრიგებელი გზით იყო შესაძლებელი, წვიმიან და თოვლიან ამინდი კი გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა და სახიფათოს ხდიდა. დღეს უკვე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით დამთვალიერებელთან ერთად, მიმდინარედ მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს. პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ბორჯომში გოგიას ციხემდე მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
25/01/2018