ბორჯომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად მასშტაბური სამუშაოები ბორჯომში რაზმაძის ქუჩის ჩიხში და სოფელ სადგერში მიმდინარეობს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ჯამში გზის 1 630 მ სიგრძის მონაკვეთი კეთილმოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 534 ლარი გაიხარჯება.
ამ ეტაპზე გზების მოსწორება მიმდინარეობს, რის შემდეგ არსებულ მონაკვეთებზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ არც რაზმაძის ქუჩის ჩიხში და არც სოფელ სადგერში არსებულ უბანში გზის დაგების სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი ამ დროის მანძილზე გრუნტის გზით უწევდა გადაადგილება.
ბორჯომში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09/09/2016