ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ

08/11/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის დედაქალაქ მინსკს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ.
დელეგაციის წევრებმა მინსკში არსებული საავტომობილო ქარხანა დაათვალიერეს და იქ წარმოებული ავტომანქანებისა და საგზაო ტექნიკის გამოფენას დაესწრნენ.
როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ბორჯომის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის განახლებაა დაგეგმილი, ამიტომ ვიზიტი ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო.
„ვიზიტის ფარგლებში, საქმიანი შეხვედრა გაიმართა ქარხნის წარმომადგენლობასთან. მათ ტრანსპორტის ტექნიკურ მახასიათებლებზე დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს. ვაპირებთ რამდენიმე ერთეული ავტობუსისა და საგზაო ტექნიკის შეძენას, ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ადგილობრივებისთვისაც გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება“- აღნიშნა გამგებელმა.
ოფიციალურ დელეგაციაში იმყოფებოდნენ გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, საკრებულოს დეპუტატი მიხეილ წეველიძე და ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრასპორტის“ დირექტორი დავით ზაალიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0