ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის ინტელექტ გუნდმა სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

16/05/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა თბილისში გამართულ ინტელექტუალურ ჩემპიონატზე სახელწოდებით „ინტელექტის დღე“ წარმატება მოიპოვა. გუნდის წევრებმა ფინალურ შეჯიბრზე „სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონის“ ტიტული დაიმსახურეს და ორგანიზატორებისაგან სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
პროექტში საქართველოს მასშტაბით, 72 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრს უძღვებოდა საქართველოს ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.
გამარჯვებული გუნდის მხარდამჭერები იყვნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ბორჯომის ინტელექტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი ფერაძე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტორსა და კლუბ რა? სად? როდის? ორგანიზებით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0