ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა გაიხსნა

15/04/2021

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუსიკო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ და ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა გახსნეს. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი. შენობაში ახალი ინვენტარი განთავსდა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. შენობის რეაბილიტაციის ღირებულებამ 444 117 ლარი შეადგინა. სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ ჩატარებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0