ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუნდი ჩემპიონატისთვის ემზადება, მზადაა მოედანიც, ამჟამად ფედერაციის მიერ გამოგზავნილი ტექნიკით ხდება სპეციალური ქვიშის დაყრა, მუდმივად ირწყვება და იკრიჭება საფარი. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა და „სიონის“ გენერალურმა დირექტორმა მოინახულეს.
განახლებულ საფარზე 7 აგვისტოს XXVIII გარდამავალი ჩემპიონატი გაიხსნება.
ბოლნისში ცენტრალური სტადიონის საფარის განახლება მიმდინარეობს
21/06/2016