ბოლნისში, შემოდგომის ფესტივალი „ჩვენი საქართველო აქ არის“ გაიმართა

04/11/2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში შემოდგომის ფესტივალი სახელწოდებით „ჩვენი საქართველო აქ არის“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციები და ფოლკლორი ერთ სივრცეში გააცოცხლეს. ფესტივალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი, გოგი მეშველიანი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას საფუძველი 10 წლის წინ ჩაეყარა და ის ყოველწლიურად იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0