ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ აკაურთის, გეტასა და ფოცხვერიანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ფოცხვერიანში მოსახლეობამ გარე განათების ქსელის დასრულება და შიდა გზების კეთილმოწყობა მოითხოვა. აკაურთის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წელს სოფელში სასაფლაო შემოიღობება და სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია მოხდება. გეტაში კი სასმელი წყლის დაზიანებული მილები შეიცვლება, შიდა გზამოწესრიგდება და გარე განათების ქსელი მოეწყობა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100 %-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.
ბოლნისში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
04/02/2020