ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

25/12/2019

ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. მერმა ბოლნისელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა. ნაძვის ხის ანთებამდე მერიის შენობის წინ საახალწლო გამოფენა-ბაზარობა გაიმართა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევარი გამოფინეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო საახალწლო კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისში მოქმდემა მუსიკალურმა ანსამბლებმა მიიღეს.

„დღეს საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ ავანთეთ. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ჩვენს პატარებს, მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. მსურს ბედნიერება, წარმატება და სილაღე გისურვოთ. მოხარული ვარ, რომ თქვენს თვალებში დიდ სიხარულს ვხედავ, რომელიც ახალი წლის დადგომითა და ჩვენი ერთად ყოფნითაა გამოწვეული, მინდა ეს საზეიმო განწყობა არასდროს გაგვნელებოდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს, იმედი მაქვს, ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მომავალშიც ერთად აქტიურად ვიმუშავებთ. ახალი წელი ეს ხომ ახალი იმედებისა და სურვილების დღესასწაულია, ამიტომ მინდა ყველას თქვენი სურვილების ახდენა მთელი გულით გისურვოთ“ , – განაცხადა საზეიმო ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0