“ინტერნეტი განვითარებისთვის“,- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მეწარმეებისა და წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
შეხვედრაზე მეწარმეებსა და წარმოებით დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ Facebook-ის, Google-ის, Booking.com-ის, Ebay-ის და სხვა საერთაშორისო პლატფორმების შესახებ, რაც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილიეს, მათ შორის, რა არის ციფრული წიგნიერება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი წარმოების განვითარებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდგომ, მონაწილეებმა მიიღეს უფასო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.
ტრენინგების გავლის საშუალება დამატებით ექნება ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ვებ გვერდზე: www. bfd.gov.ge
ბოლნისში, პროექტი ,,ინტერნეტი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს
31/03/2018