ბოლნისში პირველად მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომლითაც 7 300 ბენეფიცირი ისარგებლებს

25/04/2023

გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში წყალარინების მიმდინარე პროექტი ადგილზე მოინახულა. ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გამართული წყალარინების მომსახურების უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

“ქალაქ ბოლნისში პირველად მოეწყობა წყალარინების ქსელი, რომლითაც 7 300 ბენეფიცირი ისარგებლებს. აღნიშნული პრობლემა ათეული წელია მოსახლეობის წინაშე დგას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 20 000 000 ლარის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა საუბნო წყალარინების სისტემის 11 000 გრძივ მეტრზე მოწყობა, დღეის მდგომარეობით, ბოლნისში უკვე მოწყობილია, დაახლოებით, 10 კმ წყალარინების ქსელი და სულ მალე ბოლნისს გამართული წყალარინების ქსელი ექნება“ – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0