ბოლნისში მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სამარშრუტო ტაქსებს ფუნქციონირება 2 კვირით შეეზღუდებათ

17/03/2020

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისში მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სამარშრუტო ტაქსებს ფუნქციონირება 2 კვირით შეეზღუდებათ. შეზღუდვები ადგილობრივ და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე გავრცელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ განაახლებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება საზოგადეობრივი კვების ობიექტების, სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.
მთავრობის რეკომენდაციით 70 წელს გადაცილებული პირები უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში. გადაუდებელი აუცილებლობის გარდა რეკომენდირებულია მოსახლეობამ თავი შეიკავოს საცხოვრებელი ადგილების დატოვებისგან. კორონავირუსის პრევენციის მიზნით გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0