ბოლნისში, გენდერული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

04/07/2019

ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის გენდერული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მისმა თანაშემწემ გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ფატი ტვილდიანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2015-19 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნეს. პრეზენტაციის დროს ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა მიზანიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ქალებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციაა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობთ, რომ შევისწავლოთ ქალების, კაცების, გოგოებისა და ბიჭების საჭიროებები, რადგან უკეთ შევძლოთ პრიორიტეტების გამოკვეთა და მოვახდინოთ მათი გათვალისწინება პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების პროცესში, რათა უზრუნველყოთ სიკეთის თანაბრად გადანაწილება ყველასათვის. მოგეხსენებათ, გვაქვს და ვხელმძღვანელობთ გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავგეგმოთ, განვახორციელოთ და მონიტორინგი გავუწიოთ თუ რამდენად ეფექტური , შედეგის მომცემია ამ მხრივ გაწეული საქმიანობა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0