ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უკვე დასრულდა 9 მრავალსართულიანი ბინის ეზოში ასფალტის საფარის დაგება

02/05/2023

გიორგი დოხტურიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა. ქალაქ ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, უკვე დასრულდა 9 მრავალსართულიანი ბინის ეზოში ასფალტის საფარის დაგება და მიმდინარეობს კიდევ 3 მრავალსარულიანი ბინის ეზოს მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში: მოეწყო ასფალტ-ბეტონის 11 803 მ2 საფარი; ეზოებში დამონტაჟდა გარე განათება; მოეწყო სარინელები.
შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. პროექტები ფინანსდება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და ღირებულება ჯამში 1 571 900 ლარს შეადგენს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაოები მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მერის მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0