28 სექტემბერს ბოლნისის ისტორიულმა უბანმა ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“-ს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს თავჯმდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტიტრებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნეს.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში თამაზ სტეფანიას საცხოვრებელ სახლთან სასულიერო პირებმა ცნობილი ფეხბურთელის სულისმოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ქუჩის რეაბილიტაცია ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. სამუშაოების შედეგად ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო და საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა.
„ბოლნისქალაქობა 2019“-ის ფარგლებში თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტიტრებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა
29/09/2019