სახალხო დღესასწაულმა “ბოლნისქალაქობა 2018” სრულიად საქართველოს ფოლკლორს გააერთიანა.
ფოლკლორული მუსიკის კონცერტში, საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, სადაც წარმოჩინდა ქართული ტრადიციული მუსიკის მაღალმხატვრულობა დიალექტებისა და მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებების მიხედვით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შემდეგ ანსამბლებს უმასპინძლა:
ანსამბლი „შუახევი“ – აჭარული ფოლკლორი შუახევიდან
ანსამბლი „შგარიდა“ – სვანური ფოლკლორი დმანისიდან
ანსამბლი „ძირიანი“ – რაჭული ფოლკლორი ონიდან
ანსამბლი „პატარა კახი“ – კახური ფოლკლორი თელავიდან
ანსამბლი „სათანაო“ – თუშური ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლი „სახიობა“ – მეგრულ-იმერულ-გურული ფოლკლორი თბილისიდან
ანსამბლები „სიონი“, „ბოლნელა“ და „ორბელი“ – ქართლური ფოლკლორი ბოლნისიდან
ანსამბლი „Coro Fodom“ – იტალიური მუსიკა იტალიიდან (ლივინალონგო).
,,ბოლნისქალაქობა 2018″-ზე ფოლკლორის კონცერტი გაიმართა
01/10/2018