“ბოლნისქალაქობა 2017”-ის ფარგლებში დაგეგმილი ორდღიანი ღონისძიებები, რომელიც საქართველოში გერმანელი კოლნისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს ეძღვნება, გრძელდება. დღეს, ბოლნისის სპორტსკოლის შენობაში ეპისკოპოსმა ჰანს-იოახიმ კიდერლენმა გერმანელი კოლონისტების მოსახსენიებელი ღვთისმსახურება აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სპორტსკოლის შენობაზე მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც გვამცნობს, რომ 1854 წელს ამ შენობაში აღმართული იყო გერმანელი მოსახლეობის მიერ აგებული ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, რომელიც გერმანელი ხალხის რელიგიური დაჯგუფებების ცენტრს წარმოადგენდა მთელ კავკასიაში.
,,ბოლნისქალაქობა 2017″-ის ღონისძიებები გრძელდება
08/10/2017