ქალაქ ბოლნისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე მდებარე N6 საბავშვო ბაღის მიმდებარედ ახალი მინი სტადიონი და სკვერი აშენდება. ელექტრონული ტენდერი პროექტის განსახორციელებლად უკვე დასრულდა, ამ ეტაპზე გამოვლენილი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სპორტული წრეები ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მოღვაწეობენ. ვფიქრობთ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და მომავალში წარმატებებს მიაღწიონ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.