ბოლნისის საბავშვო ბაღებში ენტერობიოზურ ჰელმინთოზებზე სკრინინგული გამოკვლევები ტარდება

09/12/2016

ინფექციური და პარაზიტული დაავადებების, ცოფის რისკების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვისა და კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრი მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და ენტერობიოზურ ჰელმინთოზებზე სკრინინგულ გამოკვლევებს ატარებს. დღეს №6 საბავშვო ბაღში შეხვედრა ორ ეტაპად ჩატარდა. როგორ და რატომ უნდა დავიბანოთ ხელები, როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები, როგორ მოვიქცეთ შინაურ ცხოველებთან, ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა 5-6 წლის ასაკის აღსაზრდელებთან სახალისო საინფორმაციო შეხვედრა გამართა, მეორე ეტაპი მშობლებთან შეხვედრას დაეთმო, სადაც საუბარი ენტერობიოზის სიმპტომებს, გავრცელების გზებს და პრევენციულ ღონისძიებებს დაეთმო. შეხვედრის დასასრულს ჰელმინთოზებით დაავადებულ ბავშვებსა და მათთან კონტაქტში მყოფ პერსონალს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0