ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

29/06/2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ბოლნისის რაიონული პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისისა და დმანისის სამმართველოს წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ქვემო ქართლის ბრობაციის ოფიცერი, არსამთავრობო სექტორისა და ბოლნისისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო პაპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა და არასრულწლოვანების მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟოროლიანმა შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს საქმიოანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროკურატურის წარმომდგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
პროკურატურის ადგილობრივი საბჭოს მიზანია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს. ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0