დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირისა და მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მოინახულეს.
ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით უკვე დასრულდა აგროცენტრის მშენებლობა, რომელიც ღვინის ჩამოსასხმელით, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით იქნება აღჭურვილი.
ევროკავშირისა და მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს წარმომადგენლებისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში პრეზენტაცია მოეწყო ბოლნისის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.
დღესვე, სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შეძენილი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით ადგილობრივ საოჯახო მარანში “ლუკას მარანი“ სიმბოლურად ღვინო ჩამოასხეს და დააგემოვნეს. საპატიო სტუმრებს მასპინძლეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწია. დელეგეციის წევრებმა ასევე მოინახულეს ყოფილი ეკატარინენფელდის ქუჩები და ბოლნისის სიონი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ევროკავშირისა და მერები ეკონომიკური ზრდისთვის სამდივნოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ
26/06/2019