ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვეწარმავლების პრობლემა კვლავ აქტუალურია

15/04/2019

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავალთა პრობლემაც აქტუალური გახდა. 14 აპრილს, გველების დაჭერა-გაუვნებლობის სამსახურში განხორციელდა ზარი, სოფელ რაჭისუბანის მცხოვრები დახმარებას ითხოვდა. ქვეწარმავლების გაუვნებლობის სპეციალისტს, ეზოში ადგილზე 2 ერთეული „გველხოკერას“ სახეობის ქვეწარმავალი დახვდა.მოქალაქეებს აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირება 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ შემდეგ ნომერზე: 551 79 36 76.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0